ENG RUS

კლინიკის სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

საინფორმაციო კამპანიის წარმოება:

მოქალაქეების მუდმივი ინფორმირება დაავადებების რაობის, მათი პროფილაქტიკის, გამომწვევი მიზეზების, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეთოდების შესახებ.

სწორი საინფორმაციო კამპანიის წარმართვა  გულისხმობს,  ყველა საინფორმაციო გზითა და ხერხით,  დაავადების პრევენციის, ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას.

ამ მიზნით დაგეგმილია:

ტელე, რადიო, ბეჭვდითი მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, მოსახლეობის მუდმივი ინფორმირება ჯანმრთელი ცხოვრების წესის მნიშვნელობის, დაავადებების რაობისა და მათი გამოწვევი რისკ-ფაქტორების, ასევე მათი ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობისა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდების ეფექტურობის შესახებ.

ევროპაში კარგად აპრობირებული ე.წ. ჯანმრთელობის ღია კარის დღეების ორგანიზება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს კლინიკის ექიმების მიერ შეკრებილი მოქალაქეებისათვის ლექციების ჩატარებას კონკრეტული დაავადების შესახებ და შემდეგ მსურველების გასინჯვა-კონსულტაციებს.

საინფორმაციო სამედინო ბროშურების რეგულარული გამოშვება კონკრეტულ დაავადებებზე, რომელიც განკუთვნილი იქნება პაციენტებისთვისა და მათი გულშემატკივრებისათვის.

 

აქტიური მონაწილეობა ყველა არსებულ და შემდგომში დანერგილ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამედიცინო პროგრამებსა და პროექტებში

ნებისმიერი დაავადებისა  და განსაკუთრებით კი ონკოლოგიური დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიებზე,  მკურნალობის ეფექტურობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კლინიკა ჩართულია ყველა იმ სკრინინგ პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს, მათ შორის:  საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლის, პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგ პროგრამები.

გარდა ამისა, კლინიკაში მუდმივად მიმდინარეობს საერთაშორისო კლინიკური კვლევები და მომავალშიც დაგეგმილია აქტიური ქმედება ამ მიმართულებით.

დაავადებათა გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და განვითარება;

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი სპეციალიზირებულ ონკოლოგიურ კლინიკას წარმოადგენს, თუმცა ამავდროულად,  არის მრავალპროფილური, სწორედ ამიტომ, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა დაგეგმილია რამდენიმე სამედიცინო მიმართულებით:

არაინვაზიური და მცირედინვაზიური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების დანერგვა, განვითარება და გამოყენება როგორც ონკოლოგიური, ასევე არაონკოლოგიური დაავადებების დროს.

ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიების, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე ორთოპედიული ოპერაციული მეთოდებით.

ხალგაზრდა სამედიცინო კადრის აღზრდა,  მათი უწყვეტი სამედიცინო განათლება და პროფესიული კვალიფიკაციის რეგულარული ამაღლება:

განვითარება სამედიცინო სფეროში არა მხოლოდ სურვილი, არამედ საჭიროება და ვალდებულებაცა.

კლინიკისათვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა სამედიცინო კადრის გაზრდა და განათლება, სწორედ ამ მიზნით:

კლინიკა თანამშრომლობს საქართველოს წამყვან უმაღლეს სამედიცინო უნივერსიტეტებთან და მედიცინის ფაკულტეტებთან. მათთან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში,  კლინიკაში წარმოებს სტუდენტთა დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლება მედიცინის რამოდენიმე კლინიკურ დისციპლინაში და მომავალშიც ამ მიმართულებით მეტი აქტიურობა იგეგმება.

კლინიკის გამოცდილების შესახებ კოლეგების ინფორმირებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით, კლინიკის სასწავლო ცენტრში თემატური ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზება.

სამეცნიერო პრაქტიკული სამუშაო შეხვედრებისა და სწავლების ჩატარება;

ადგილობრივ და საერთაშორისო სამედიცინო ფორუმებში მუდმივი აქტიური მონაწილეობა;

კლინიკის თანამშრომელთა დიპლომისშემდგომი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,  პროფესიულ ტრენინგებში მონაწილეობა;

ადგილობრივ და საზღვარგარეთის კლინიკებთან რეგულარული თანამშრომლობა -მათი გამოცდილების გაზიარებისა და ახალი სამედიცინო მეთოდების კლინიკაში დანერგვის  მიზნით.

კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მუდმივი განახლება და განვითარება:

განვითარებული სამედიცინო  ინდუსტრიის არსებობის პირობებში საჭიროა კლინიკის როგორც არსებული სამედიცინო აპარატურისა და  ტექნიკის მუდმივი განახლება, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით,  მათი მუდმივი განახლება. ეს პროცესი  კლინიკაში პერმანენტულად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.