ENG RUS
უროლოგია

თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის უროლოგიური დეპარტამენტი საშარდე სისტემის დაავადების მქონე პაციენტებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების სრულ სპექტრს სთავაზობს.

აქ შეგიძლიათ მიიღოთ მაღალკვალიფიციური უროლოგების კონსულტაცია, შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების გამოკვლევები, როგორც ლაბორატორიული ასევე ინსტრუმენტული, მათ შორის ულტრაბგერითი, ენდოსკოპიური როგორც ხისტი ასევე დრეკადი თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურით, რაც გულისხმობს საშარდე სისტემის ( შარდსადინარი, შარდის ბუშტი,შარდასწვეთი) ორგანოების ვიზუალური დათვალიერების დროს მათი მცირედი დაზიანების დიაგნოსტიკასა და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიას, (ქსოვილის აღება მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევისათვის) რაც დავადების ზუსტი ვერიფიცირების საშუალებას იძლევა.

დეპარტამენტში შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების დაავადებების მკურნალობა ხდება როგორც მედიკამენტოზური მეთოდებით, ასევე საჭიროების დროს კეთდება ყველა მოცულობისა და სირთულის ოპერაცია, კერძოდ: შარსადინარის, შარდის ბუშტისა და პროსტატის ტრანსურეთრალური ოპერაციები „OLYMPUS”-ის ფირმის თანამედროვე ვიდეო-ენდოსკოპიური აპარატურით, სათესლე ჯირკვლის, პროსტატის, შარდის ბუშტის, თირკმლის სიმსივნეების დროს რადიკალური ოპერაციები, მათ შორის ნაწლავის მარყუჟიდან ხელოვნური შარდის ბუშტის ფორმირება.

თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის უროლოგიური დეპარტამენტი, მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო უროლოგიურ კლინიკებთან, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს გერმანელი სპეციალისტების კონულტაციები მიიღონ და სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი მკურნალობისთის პარტნიორ კლინიკებში გაემგზავრონ.

ზურაბ რაინაული მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ექიმი, ქირურგი, უროლოგი, ონკოლოგი, რადიოლოგი, კლინიკის დირექტორი 599 531 241 zurabrainauli@yahoo.com წერილის მიწერა დეტალურად