ENG RUS
ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტი

თბილისის  ონკოლოგიური  დისპანსერის  ოტორინოლარინგოლოგიური  დეპარტამენტი  ყელ - ყურ - ცხვირის  ორგანოების  დაავადების  მქონე  პაციენტებს  დიაგნოსტიკისა  და მკურნალობის  მეთოდების  სრულ  სპექტრს  სთავაზობს.
აქ  შეგიძლიათ  მიიღოთ  მაღალკვალიფიციური  და  სათანადო  გამოცდილების  მქონე სპეციალისტის  კონსულტაცია   ყელ - ყურ - ცხვირის  ორგანოების  ყველა  სახის დაავადებაზე.
მომსახურეობა  განკუთვნილია  ყველა  ასაკობრივი  ჯგუფისთვის.
პაციენტს  შეუძლია  გამოკვლევისა და  მკურნალობის უმტკივნეულოდ  და კომფორტულად ჩატარება , ზუსტი  დიაგნოზის  მიღება  უმოკლეს  დროში.
დეპარტამენტი  აღჭურვილია  თანამედროვე, უახლესი  ტექნოლოგიებითა  და  აპარატურით, პოსტოპერაციული  პერიოდის  მართვის  საჭირო სრული აღჭურვის  რეანიმაციული განყოფილებითა  და  აპარატურით, რაც   საშუალებას  იძლევა   პაციენტებს  სრულყოფილად ჩაუტარდეთ  ყველა  სახის  ოტორინოლარინგოლოგიური  კვლევა  და  მკურნალობა , როგორც  კონსერვატიული  ისე  ქირურგიული.
დეპარტმენტში ტარდება შემდეგი ტიპის ოპერაციები :

  • ადენოტომია
  • ტონზილექტომია
  • ტონზილექტომია  ლაზერის გამოყენებით
  • ადენოტონზილექტომია
  • ცხვირის ძგიდის ლორწქვეშა  რეზექცია
  • ქვემო ნიჟარების რადიოტალღოვანი დეზინტეგრაცია
  • კონხოტომია
  • პოლიპოტომია
ნიკოლოზ ცეცხლაშვილი ექიმი ოტორინოლარინგოლოგი 577 04 19 56 Nikoloz.cecxlashvili@gmail.com წერილის მიწერა დეტალურად