ENG RUS
თავ-კისრის ქირურგია

თავისა და კისრის სიმსივნეების ძირითადი მიმართულებები გახლავთ:

თავისა და კისრის არეში არსებული კანისა და რბილი ქსოვილების სხვადასხვა სიმსივნური  (კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი) წარმონაქმნების ლოკალიზაციისა ( ზედა და ქვედა ტუჩი, ქუთუთოს, ცხვირის, თავის თმიანი ნაწილის, ლოყის) და დაავადების მორფოლოგიური გენეზის (კერატოზები, პაპილომები, ეპიდერმოიდული კისტები, ნევუსები, ჰემანგიომა, ლომფანგიომა, ბრტყელუჯრედული კარცინომა თუ  მელანომა)  გათვალისწინებით, წარმოებს ქუთუთოს რეკონსტრუქციული ოპერაციები, წარმონაქმნების ამოკვეთა ტუჩიდან დეფექტის რეკონსტრუქციული აღდგენით, ცხვირის არიდან სიმსივნური პათოლოგიების რეზექცია ცხვირის კომბინირებული აღდგენით, თავის თმიანი ნაწილის არიდან წარმონაქმნების ფართე ამოკვეთა,  საჭიროების შემთხვევაში, ქვეშმდებარე ძვლოვან ქსოვილთან ერთად ( ნეიროქირურგთან კომბინაციაში)

ფარისებრი ჯირკლვის პათოლოგიების - კვანძოვანი ჩიყვი, (ადენომები, კოლოიდური კვანძები, აუტოიმუნური თირეოიდიტი და სხვ) ტოქსიური ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები -  ატიპიური რეტროსტერნალური მდებარეობით,  ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი  (პაპილური, ფოლიკულური) სიმსივნეების (მეტასტაზებით თუ მეტასტაზების გარეშე კისრის არეში) - სხვადასხვა ტიპის მკურნალობა დაავადების გავრცელების შესაბამისად.

ოპერაციების ჩამონათვალი: ჰემითირეოიდექტომია, თირეოიდექტომია, თირეოიდექტომია რეტროსტერნალური კომპონენტის რეზექციით  შუასაყრიდან, დაავადების ავთვისებიანი ანალოგის შემთხვევაში თირეოიდექტომია პარატრაქეალური თუ სრული  (საჭიროების შემთხვევაში ორმხრივი) ლიმფოდისექციის წარმოებით   

კისრის თანდაყოლილი ანომალიების შუა და გვერდითი კისტების ქირურგიული მკურნალობა- კისტექტომია ინის ძვლის რეზექციით, კისტექტომია კისრის არიდან.

ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიების ( კალკულოზური კენჭოვანი, კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი დაავადებების) ქირურგიული მკურნალობა-- ყბაყურა ჯირკვლის სუბტოტალური რეზექცია სახის ნერვის შენარჩუნებით, პაროტიდექტომია- ყბაყურა ჯირკვლის სრული რეზექცია სახის ნერვის შენარჩუნებით, ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვლის ექსტირპაცია, ენისქვეშა სანერყვე ჯირკვლის ექსტირპაცია, ავთვისებიანი მეტასტაზურად გავრცელებული პათოლოგიების შემთხვევაში გაფართოებული მასშტაბის ოპერაციების პაროტიდექტომია ლიმფოდისექციით, ყბისქვეშ სანერწყვე ჯირკვლის ექსტირპაცია - ლიმფოდისექციით წარმოება, 

ცხვირის ღრუს, ზედა ყბის და მისი დანამატი წიაღების ჰაიმორის, ფრონტალური ღრუს სხვადასხვა  კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა- პოლიპექტომია ცხვირის ღრუდან, ჰაიმოროტომია პოლიპექტომია, ფრონტალური- შუბლის წიაღის რეზექცია.

თავის ქალის, სახის- ზედა და ქვედა ყბის, ალვეოლარული მორჩის ძვლების სხვადასხვა პათოლოგიის( ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი)  ქირურგიული მკურნალობა - კისტექტომია კბილის ფესვის რეზექციით, კისტექტომია ზედა და ქვედა ყბის არიდან,ზედა და ქვედა ყბის ძვლის ნაწილობრივი რეზექცია;

ენის, ლოყის, პირის ღრუს ფსკერის ალვეოლარული მორჩის ლორწოვანი გარსის, რბილი და მაგარი სახის კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი დაავადებების ქირურგიული მკურნალობა-- ენის ნაწილობრივი რეზეცია, წარმონაქმნის ამოკვეთა ენის, ლოყის, პირის ღრუს ფსკერისა და სასის არიდან, ავთვისებიანი პათოლოგიების დროს ლიმფოდისექციის წარმოება.

ლორ-ორგანოების დაავადებების პირხახის, ცხვირხახის, ხორხხახისა და ხორხის ( კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი) დაავადებების მკურნალობა - წარმონაქმნების ამოკვეთა, პოლიპექტომიები ხახის ამა თუ იმ არიდან, დივერტიკულის რეზექცია ხახის არიდან ხახის რეკონსტრუქციით, პოლიპექტომია ხორხის არიდან ენდოსკოპიური მიდგომით; 

ხორხის ავთვისებიანი ონკოლოგიური დაავადებებისას - გეგმიური ტრაქეოსტომიის, ლარინგექტომიის, ლარინგექტომია ლიმფოდისექციით წარმოება.

მინდია ლანჩავა თავისა და კისრის სიმსივნეების ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი 593 910 068 mindialanchava79@gmail.com წერილის მიწერა დეტალურად