თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ანესთეზიოლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე საანესთეზიო აპარატებით (Drager Fabius Plus,Mindray),გაზოანალიზატორებით,კარდიომონიტორებით,ინფუზატორებით,
ინვაზიური კარდიომონიტორებით.
ანესთეზიოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს პაციენტებისთვის შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, როგორც სტაციონარში, ასევე ამბულატორიულ პირობებში (გასტროსკოპია,ბრონქოსკოპია,კოლონოსკოპია,ბიოფსია).
კლინიკაში ოპერაციები ტარდება ანესთეზიის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით:ი/ვ გაუტკივარება,ზოგადი ბალანსირებული ანესთეზია,რეგიონალური ანესთეზია,სპინალური და ეპიდურული გაუტკივარება, დუბლ-ანესთეზია.
ჩვენთვის პრიორიტეტია პაციენტთა უსაფრთხოება მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა ეტაპზე. ოპერაციამდე ხდება პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის შეფასება, მისი წინასწარი მომზადება ანესთეზიისთვისა და ოპერაციისათვის, ანესთეზიის გეგმის შემუშავება პაციენტის ფსიქოლოგიური და სომატური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ჩვენი მიზანია მინიმუმამდე დავიყვანოთ ანესთეზიასთან და ოპერაციულ ჩარევასთან დაკავშირებული რისკები, რაც განაპირობებს პაციენტის სწრაფ რეაბილიტაციას.