ENG RUS
სხივური თერაპია

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში 2012 წლის ნოემბრიდან ინტრაოპერაციული სხივური თერაპია დაინერგა და დაწესებულების საოპერაციოში მსოფლიოს წამყვან ონკოლოგიურ კლინიკებში აპრობირებული „ინტარბიმის“ აპარატი იქნა შემოტანილი. დასხივება უშუალოდ კერაში, ოპერაციის მსვლელობისას, “LIAC” ის უახლესი აპარატით ხდება

მეთოდი ოპერაციის მსვლელობისას, სიმსივნური წარმონაქმნის მოცილების შემდეგ, ინტრაბიმის სპეციალურად შერჩეული აპლიკატორის კერაში მოთავსების გზით, 20-30 წთ-ის განმავლობაში, ერთჯერადად დასხივებას გულისხმობს.

ინტრაოპერაციული სხივური თერაპია საშუალებას იძლევა, აპლიკატორის გარშემო 1-2 სმ-ის დიამეტრში სიმსივნური უჯრედები განადგურდეს რაც შემდგომში რეციდივის განვითარებას უშლის ხელს.

ზოგადი სხივური თერაპიისგან განსხვავებით, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, დასხივება უშუალოდ კერაში მიმდინარეობს რაც ჯანსაღ ქსოვილებს არასაჭირო ზემოქმედებისაგან იცავს.

„ინტრაბიმი“ პაციენტს დროსა და ფინანსებს უზოგავს და მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას უფრთხილდება.