ENG RUS
რადიოლოგია

რადიოლოგიის დეპარტამენტი თბილისის ონკოლოგიური ცენტრის  შექმნის დღიდან არსებობს, რადგან თანამედროვე მედიცინაში ამ დეპარტამენტის გარეშე როგორც სადიაგნოსტიკო,  ასევე სამკურნალო  მიმართულების გამართული ფუნქციონირება წარმოუდგენელია.

მამოგრაფიული გამოკვლევები წარმოებს გამოცდილი მამოლოგების მიერ,   თანამედროვე ციფრულ მამოგრაფიულ აპარატზე, რომლითაც ქალის სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა ხდება.

რაც შეეხება ულტრაბგერით გამოკლვევებს, იგი წარმოებს ყველა  იმ ორგანოზე, რომელთა დიაგნოსტიკა და მკურნალობაც კლინიკაში ხდება ( კანი და რბილი ქსოვილები, ლიმფური ჯირკლები, სარძევე ჯირკვლები, მუცლის ღრუს ორგანოები, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, ელენთა, ფარისებრი ჯირკვალი,    ასევე თირკმელები და საშარდე გზები, შარდსაწვეთი, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, საკვერცხეები, მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალი, სათესლე ბუშტუკები, გარეთა სასქესო ორგანოების ულტრაბგერითი და  სახსრების კვლევა.)

კომპლექსურ გამოკვლევების საფუძველზე, ამა თუ იმ დაავადების დიაგნოსტიკა ხდება. დეპარტამენტში, გარდა დიაგნოსტიკისა, სამკურნალო მანიპულაციებიც წარმოებს. კლინიკაში,  ამიერკავკასიაში პირველად დაინერგა ინტრაოპერაციული სხივური თერაპია, თანამედროვე დასხივების აპარატზე, რაც ძირითადად  მამოლოგიური ოპერაციების დროს ხორციელდება,  აღნიშნული მეთოდი ასევე ეფექტურია სხვადასხვა ორგანოებზე: მათ შორის თირკმელებზე, მუცლის ღრუსა და გინეკოლოგიურ ორგანოებზე.

რადიოლოგიური დეპარტამენტი, დაავადებების კომპლექსური დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობის საქმეში კლინიკის  მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს.

ეკა ტყეშეელაშვილი ექიმი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი 599 509 091 ek.tkeshelashvili@gmail.com წერილის მიწერა დეტალურად
ეკა გიუაშვილი ექიმი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი 577 401 316 ekaa_1964@yahoo.com წერილის მიწერა დეტალურად