თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში თვალის სნეულებათა დეპარტამენტი არსებობს 2012 წლიდან. მისი ხელმძღვანელია ოფთალმოქირურგი მალხაზ ჩიქოვანი. დეპარტამენტში მუშაობენ დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალები , რომელთაც განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქვთ მიღებული. დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა რომ პაციენტებს სრულყოფილად ჩაუტარდეთ ყველა სახის ოფთალმოლოგიური კვლევა და მკურნალობა, როგორც კონსერვატიული ისე ქირურგიული.
გთავაზობთ ზოგად ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს:
ასევე დამატებით კვლევებს:
ასევე ჩვენს კლინიკაში ხორციელდება:
გამოკვლევები:
აუტორეფრაქტომეტრია
ოფთალმომეტრია
მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა
ოფთალმოტონომეტრია
თვალის ექობიომეტრია (A- სკანირება)
თვალის ექოსკოპიური გამოკვლევა (B-სკანირება)
შირმერის ტესტი
კომპიუტერული პერიმეტრია
მკურნალობა:
კატარაქტა
გლაუკომა
მშრალი თვალის სინდრომი
თვალის კაკლისა და ირგვლივ მდებარე ნაწილების ტრავმები და დამწვრობები
თვალის წინა მონაკვეთის მწვავე და ქრონიკული დაავადებები
რეფრაქციული ანომალიები (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) და სიელმე;