ENG RUS
მამოლოგია

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრის მამოლოგიური დეპარტამენტში ძუძუს პათოლოგიასთან დაკავშირებული ყველა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევები და ოპერაციები ტარდება. დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე გამოცდილი სპეციალისტებით, რომლებიც პაციენტებს თანამედროვე მიდგომებითა და ტექნოლოგიებით მკურნალობენ. მამოლოგიურ დეპარტამენტში აგრეთვე ტარდება ყველა სახის აღდგენით-რეკონსტრუქციული (მოკვეთილი ორგანოს აღდგენის) ოპერაცია.

პირველად საქართველოში, ნოვაცია ძუძუს კიბოს ქირურგიულ მკურნალობაში, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, მედიცინის დოქტორის, მამოლოგის - ირაკლი სიხარულიძის მიერ დაინერგა. 2016 კლინიკაში წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ,,მოდარაჯე" (სენტინელის) ლიმფური კვანძის მარკირების მეთოდიკა.

,,მოდარაჯე" ლიმფური კვანძის აღმოსაჩენად გამოიყენება სპეციალური ნივთიერება, რომელიც შექმნილია ნანოტექნოლოგიების გამოყენებით. ის აბსოლუტურად უსაფრთხოა და არ ახასიათებს გართულებები.

პრეპარატი სიმსივნესთან მდებარე უახლოეს ლიმფურ კვანძში აკუმულირდება და მისი ლოკალიზაციის დადგენა სპეციალური დეტექტორით ხდება. თუ აღნიშნული ლიმფური კვანძი მეტასტაზურად დაზიანებული არ იქნა, კვანძების ამოჭრის საჭიროება აღარ არსებობს.

მეთოდის სიზუსტის მაჩვენებელი - 98%-ია;

აღნიშნული მეთოდი ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის პრაქტიკაში აშშ-სა და ევროპის წამყვან კლინიკებში 10 წელზე მეტია რაც გამოიყენება მეთოდი ასევე ფართოდ გამოიყენება მელანომის მკურნალობისას.

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში 2012 წლის ნოემბრიდან ინტრაოპერაციული სხივური თერაპია დასხივება, ოპერაციის მსვლელობისას, მაღალი ენერგიის წყაროთი - “LIAC” ის უახლესი აპარატით ხდება.

ზოგადი სხივური თერაპიისგან განსხვავებით, ოპერაციების დროს, დასხივება უშუალოდ კერაში, ერთჯერადად ხდება, რაც ჯანსაღ ქსოვილებს არასაჭირო ზემოქმედებისაგან იცავს.

აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდის საშუალებით, პაციენტის მკურნალობის შემდეგ ეტაპზე გადასვლა უფრო მცირე ვადებში ხდება. ინტრაოპერაციული სხივური თერაპია პაციენტს დროსა და ფინანსებს უზოგავს, რადგან რიგ შემთხვევებში არ საჭიროებს დამატებით დისტანციურ სხივურ თერაპიას.

ირაკლი სიხარულიძე ქირურგი-მამოლოგი, კლინიკური მენეჯერი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი 599 395 115 - წერილის მიწერა დეტალურად
გიორგი გაბუნია პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი 577 463 766 ggabunia@hotmail.com წერილის მიწერა დეტალურად
ეკა ბარამაძე მამოლოგი, მედიცინის დოქტორი 593 915 242 ekbaramade@gmail.com წერილის მიწერა დეტალურად
ლელა ბაჩილავა ონკოლოგი მამოლოგი, მედიცინის დოქტორი 599 437 465 lelamdbachilava@gmail.com წერილის მიწერა დეტალურად
ქეთევან კენჭუაშვილი გინეკოლოგი (მამოლოგის ასისტენტი), მედიცინის დოქტორი 599 475 274 ketevan.kenchuashvili@gmail.com წერილის მიწერა დეტალურად
გუგა მძინარაშვილი მამოლოგი, მედიცინის დოქტორი 599 291 655 guga_hrc@yahoo.com წერილის მიწერა დეტალურად