ENG RUS
ენდოკრინოლოგია

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ფუნქციონირებს ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი, სადაც გამოცდილი სპეციალისტები ენდოკრინული დაავადებების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს გაგიწევენ. იოდდეფიციტური გარემო, მომატებული რადიაციული ფონი, დატვირთული გენეტიკა - ეს იმ ობიექტიური მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც თითოეულმა ადამიანმა, მუდმივად უნდა აკონტროლოს საკუთარი ორგანიზმი.

ენდოკრინოლოგები პაციენტებს შაქრიანი დიაბეტის, მეტაბოლური დარღვევების, ჭარბი წონის,  სწორი კვებისა და რეჟიმის, დიეტების, ასევე ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების მეთვალყურეობას უწევენ -   პრე და პოსტოპერაციის პერიოდებში.

კლინიკა და აღნიშნული დეპარტამენტი ასევე ჩართულია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამაში.

სპეციალისტის რჩევა:  ფარისებრი ჯირკვალი, სარძევე ჯირკვალი და საშვილოსნო - ერთ ჰორმონალურ ჯაჭვშია, შესაბამისად ამ სამი ორგანოსგან ნებისმიერი ერთის ჩივილების შემთხვევაში,  აუცილებლად უნდა გადაკონტროლდეს დანარჩენი ორი ორგანო.

ლელა ყიფშიძე ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი 555 130 209 kipshidze.lela@gmail.com წერილის მიწერა დეტალურად