ENG RUS
ქიმიოთერაპია

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ავთვისებიანი სიმსივნეების მედიკამენტოზური მკურნალობა 10 წელია წარმატებით ხორციელდება, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პირობებში, სადაც დაცულია საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ყველა ის პირობა, რომელიც პაციენტების უსაფრთხოებისა და კომფორტული გარემოს შესაქმნელადაა საჭირო.

წამლისმიერი თერაპია, რომელიც მოიცავს ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას, იმუნო და სამიზნე თერაპიას გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომპლექსურად სხივურ თერაპიასთან ერთად, ნეოადიუვანტურ, ადიუვანტურ და პალიატიურ რეჟიმში.

თითოეული პაციენტის მკურნალობის რეჟიმის შერჩევა და მართვა ხდება ინდივიდუალურად - მულტიდისციპლინალური მიდგომით - საერთაშორიო (NCCN, ESMO) გაიდლაინებისა და მაღალკვალიფიციური თანამშრომლებლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც განაპირობებს ჩვენი პაციენტების ხელმისაწვდომობას ხარისხიან და ეფექტურ მკურნალობაზე.

ეკა დგებუაძე ქიმიოთერაპიული დეპარტამენტის ხელძღვანელი ონკოლოგი ქიმიოთერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი 555 393 934 ekadgebu01@yahoo.com წერილის მიწერა დეტალურად