თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ზოგადქირურგიული და ონკოაბდომინური ქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიებითა და აპარატურით, პოსტოპერაციული პერიოდის მართვისთვის საჭირო სრული აღჭურვის რეანიმაციული განყოფილებითა და პალატებით: ზოგადქირურგიული, ონკოაბდომინური, როგორც ღია, ისე ნაკლებად ინვაზიური ოპერაციული ჩარევებისათვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული დანადგარებითა და ინსტრუმენტებით.
ზოგადი და ონკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტში ტარდება ყველა სახისა და დონის ზოგადქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაცია შემდეგ ორგანოებზე: საყლაპავი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავი, ღვიძლი, ნაღვალის ბუშტი, სანაღვლე გზები, პანკრეასი, ელენთა, დიაფრაგმა, რეტროპერიტონეული სივრცე; ასევე მუცლისა და დიაფრაგმის ნებისმიერი სახის თიაქრების, წონის კორექციის (ბარიატრიული) და სადიაგნოსტიკო ოპერაციები, როგორც ღია წესით, ისე ლაპაროსკოპიულად. კლინიკაში 2012 წლიდან, მსოფლიოს წამყვან ონკოლოგიურ კლინიკებში აპრობირებული „ინტარბიმის“ აპარატი იქნა შემოტანილი, რაც ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის ულტრათანამედროვე ინტრაოპერაციული სხივურ -თერაპიას გულისხმობს.
ოპერაციის მსვლელობისას, სიმსივნური წარმონაქმნის მოცილების შემდეგ, ინტრაბიმის სპეციალურად შერჩეული აპლიკატორი კერაში მოთავსდება და მას პაციენტს, ერთჯერადად, 20-30 წთ-ის განმავლობაში დასხივებენ. მეთოდი საშუალებას იძლევა აპლიკატორის გარშემო 1-2 სმ-ის დიამეტრში, სიმსივნური უჯრედები განადგურდეს, რაც შემდგომში რეციდივის განვითარებას უშლის ხელს. სხივური თერაპიისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, დასხივება უშუალოდ კერაში მიმდინარეობს, რაც ჯანსაღ ქსოვილებს არასაჭირო ზემოქმედებისაგან იცავს.