ENG RUS

კვლევები

კლინიკური კვლევები  - მსოფლიოში სამედიცინო პრეპარატების შემუშავების პროცესის განუყოფელ ეტაპს წარმოადგენს.

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი  2008 წლიდან აქტიურად და წარმატებულად არის ჩართული მრავალ  საერთაშორისო კლინიკურ კვლევაში, რაც  განაპირობებს პაციენტებისთვის  ეფექტური და ხარისხიანი  მკურნალობის მეთოდების ხელმისაწვდომობას, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და განკურნებას.

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში  კლინიკური კვლევა ტარდება  საერთაშორისო ეთიკისა და სამეცნიერო ხარისხის სტანდარტების დაცვით: GCP, ICH გაიდლაინის მიხედვით,  რაც სრულ შესაბამისობაშია ჯანდაცვის შესახებ  მოქმედ კანონთან, საქართველოს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ფარმაკოლოგიური კომიტეტის დებულებებთან. 

კლინიკური კვლევის დეპარტამენტი სრულად აკმაყოფილებს  საერთაშორისო კლინიკური კვლევების ჩატარებისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას, უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი  სპეციალისტების  გუნდით,  რომელთაც გააჩნიათ საკმარისი დრო და ცოდნა კლინიკური კვლევების წარმოებისათვის  GCP სტანდარტების შესაბამისად.

ნინო კაპანაძე კლინიკური კვლევების კოორდინატორი, მედიცინის დოქტორი 577 797 806 ninucakap@yahoo.com წერილის მიწერა დეტალურად