ENG RUS

 

აღნიშნული დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის :

რეგისტრატურა:  დეპარტამენტის ამ რგოლის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენს, პაციენტების მიღება, მათი რეგისტრაცია პროგრამაში, პაციენტის პირადი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შეგროვება, პაციენტების გადანაწილება ექიმებთან, ტარიფების გაცნობა მათთვის, თანხის ანაზღაურების უზრუნველყოფა, სადაზღვევო კომპანიებისგან, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტიდან  ან სხვა ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის მიღება და  შესაბამისობაში მოყვანა პაციენტის მკურნალობასთან;

შესყიდვების მენეჯერი, მის ფუნქციებში შედის მომწოდებლებთან ურთიერთობა, მედიკამენტებისა და სხვა სახარჯი მასალის შესყიდვები, სამედიცინო აპარატურის მოძიება, ფასების კვლევა ბაზარზე, ფასისა და ხარისხის კონტროლი. მედიკამენტების საწყობის მართვა, სამედიცინო და სახარჯი მასალების სასაწყობო ნაშთების ზუსტი აღწერა და რევიზია, განყოფილებების მიერ დახარჯული სამედიცინო ფასეულობების ხარჯვის მონიტორინგი.

ბუღალტერია:

ა) სამედიცინო მომსახურების კალკულაციებისა და ანგარიშფაქტურების სწორად და დროულად გამოწერა, სამედიცინო ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა შესაბამისი ორგანიზაციების სამედიცინო ვებგვერდებზე, გამოწერილი სამედიცინო ,,ფორმა 100-ის“ რეგისტრაცია, მიღებული საგარანტიო წერილების ამობეჭვდა და აკინძვა თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, თვის ბოლოს აღნიშნული დოკუმენტაციის დახარისხება  და  გადაცემა ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირისათვის.

ბ) საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს სისწორის შემოწმება და დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა ჩატარებულ მომსახურებასთან, აღნიშნული ინფორმაციის  საყოველთაო ჯანდაცვის ვებგვერდზე ატვირთვა და ყოველდღიური კომუნიკაცია  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების თანამშრომლებთან შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

გ) სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა. ამ მიზნით,  კლინიკის სახელზე მოსული სასაქონლო ზედნადებების საბუღალტრო პროგრამაში გატარება და  სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის, სამედიცინო მომსახურების ყოველთვიური შესრულების დროულად და სწორად წარდგენაზე პასუხისმგებლობა.  მათთან ყოველდღიური კონტაქტი  შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

4) მთავარი ბუღალტერი პასუხისმგებელია საბუღალტრო ოპერაციების დროულად და სწორად აღრიცხვაზე, მათ შესაბამისობაში მოყვანაზე საბუღალტრო პროგრამასთან, ასევე ყოველთვიური დეკლარაციების წარდგენაზე.

აღნიშნული დეპარტამენტის ეფექტურ, ხარისხიან და კვალიფიციურ მუშაობაზე პასუხისმგებელია საფინანსო დეპარტამენტის უფროსიი, რომელსაც თავის მხრივ ექვემდებარებიან ზემოთ ჩამოთვლილი რგოლები.