ENG RUS

 

თბილისის ონკოლოგიური ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა, პირდაპირი, უშუალო და ღია კონტაქტი საზოგადოებასთან. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, მომხმარებლებს პრეტენზია აქვთ მიიღონ საჭირო ინფორმაცია სახლიდან გაუსვლელად - მარტივად და გასაგები ენით. ინფორმაციის მარტივად მოძიების ყველაზე კარგ საშუალებას, ვებ-გვერდი და სოციალური მედიის პლატფორმა წარმოადგენს.

დეპარტამენტის ფუნქცია მოვალეობებში შედის აღნიშნული პლატფორმების დიზაინის, კონტენტისა და აქტიურობის მუდმივი განახლება და სწრაფი უკუკავშირი მომხმარებლებთან.

თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, თანამედროვე, ინფორმაციული, გამართული ვებ პლატფორმა, ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დისტანციურად გაეცნოს კლინიკას, არსებულ დეპარტამენტებს, თანამშრომლებს, ექიმებსა და მათი რჩევების რუბრიკას, სიახლეებსა და კლევებს.