ENG RUS

სიახლეები

თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ექიმები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის 14.03.2019

თბილისის ონკოლოგიურმა ცენტრმა, კლინიკის დირექტორის, პროფესორ ზურაბ რაინაულის ორგანიზებით იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მოძრავ ლაბორატორიას უმასპინძლა, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის სარეზერვო მარაგს ქმნის. – ბატონო ზურაბ, ვისი ინიციატივა იყო ლეიკემიანი ბავშვების დასახმარებლად სისხლის გაღება? – მივიღეთ შეტყობინება, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სისხლის ბანკი გადაუდებლად საჭიროებს დონორ მასალას ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის. ეს აქცია ძირითადად მიმართულია იქითკენ, რომ დონორების მიერ გაცემული სისხლი და მისი კომპონენტები მოხმარდეს ლეიკემიით დაავადებულ პატარებს. ბუნებრივია, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვართ, როდესაც ასეთი შეტყობინება მივიღეთ. მე გამოვთქვი სურვილი რომ მიგვეღო მონაწილეობა და აბსოლუტურად ყველა ჩემმა თანამშრომელმა ამიბა მხარი. ჩვენც ხომ ზუსტად იგივე საქმეს ვემსახურებით , რასაც ჩვენი კოლეგები აკეთებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ლეიკემია იქნება თუ სხვა დაავადება. – ანუ თქვენი კლინიკის მთელი კოლექტივი ჩაერთო სისხლის აღების აქციაში? – ასე გამოდის, რაც ძალიან მიხარია. სისხლის ჩაბარებამდე თითოეულმა ჩვენგანმა წინასწარი გასაუბრება გაიარა და დაეხმარნენ პატარებს. ამას მოველოდი კიდეც და არც გამკვირვებია. სისხლი ჩააბარეს ჩვენი კლინიკის ექიმებმა, ექთნებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. – ეს ერთჯერადი აქცია იყო თუ განმეორებითი ხასიათი ექნება? – ჩვენ მომავალშიც ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივიღებთ ამ ტიპის აქციებში მონაწილეობას. – ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისის ონკოლოგიური ცენტრია ჩართული ამ აქციაში თუ სხვებიც არიან? – იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია გამოიჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას და ჩაერთვება სისხლის უანგაროდ დონაციის აქციაში. ეს ლოგიკურიცაა და მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ასე უნდა მოიქცეს. აქ გმირობა არაფერ შუაში არ არის. როგორც კი შეტყობინება მოვიდა, მყისიერად გამოვეხმაურეთ და ორგანიზებაც სპონტანურად მოხდა – 4-5დღეში. ეს ის თემაა, როდესაც თითოეულ საათს აქვს მნიშვნელობა. ექიმებმა კი ყველაზე უკეთ ვიცით დროის ფასი.

თქვენ ჯანმრთელობა პროფესიონალების ხელშია! საინტერესო შემთხვევა პრაქტიკიდან 18.02.2019

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში დაიგეგემა და ჩატარდა მორიგი წარმატებული ოპერაცია. სისხლიანი შარდვის (ჰემატურიის) ჩივილებით კლინიკას მოაკითხა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელსაც ცხრა წლის წინ ჩატარებული ჰქონდა საკეისრო კვეთა, თუმცა ზემოთ აღნიშნული ჩივილები გამოჩნდა მხოლოდ რამოდენიმე თვის წინ. კლინიკის ონკო-გინეკოლოგებისა და უროლოგების მიერ, სათანადო და ადეკვატური გამოკვლევების შედეგად დადგინდა კავშირი შარდის ბუშტსა და საშვილოსნოს შორის. (ფისტულა) აღნიშნული დიაგნოზის შესაბამისად შემუშავდა მკურნალობისა და ოპერაციის ტაქტიკა, ოპერაცია წარმატებით განხორცილდა გინეკოლოგებისა და უროლოგების მიერ. ოპერაციის დროს წინასაოპერაციო დიაგნოზი სრულად დადასტურდა. ეს არის იშვიათი შემთხვევა პრაქტიკიდან, როდესაც ფისტულა წარმოიშვა შარდის ბუშტის უკანა კედელსა და საშვილოსნოს იმ უბანს შორის, რომელიც საკეისრო კვეთის დროს გაიკერა ნაკერებით და გაიხსნა მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ.ოპერაციის დროს ფისტულაში აღმოჩნდა სხვადასხვა შემადგენლობისა და ზომის ნაკერები, ძაფები, რომლებიც არ გაიწოვა დიდი ხნის განმავლობაში და რომელმაც განაპირობა აღნიშნული ფისტულის ჩამოყალიბება. პაციენტს ჩაუტარდა საშვილოსნოს ექსტრიპაცია და შარდის ბუშტის უკანა (დაზიანებული) კედლის რეზექცია ტექნიკური სირთულეების გარეშე, ოპერაციის პროგნოზი არის სრული გამოჯანმრთელება. გთავაზობთ აღნიშნული ოპერაციის ვიზუალურ მასალას.

26.01.2019 საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული! 26.01.2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის“ კვირეულის ფარგლებში, „საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების” ორგანიზებითა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართა სემინარი თემაზე - „საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კლინიკური ასპექტები”. სემინარში მონაწილეობდა 100-ზე მეტი მეან-გინეკოლოგი, როგორც თბილისიდან, ასევე, რეგიონებიდან. თბილისის ონკოლოგიური ცენტრიდან, სემინარში, ონკო-გინეკოლოგი - ციცი მესხი მონაწილეობდა. მისი მოხსენების თემა გახლდათ ,,საშვილოსნოს ყელის მიკროინვაზიური კიბო - საეჭვო ნიშნები, კოლპოსკოპიური დასკვნები და მენეჯმენტი“. სემინარის მიზანი იყო დარგის სპეციალისტებისთვის ამ მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული ცოდნის ამაღლებას. შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლო კვირას, მთელს ევროპაში „საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის” კვირეული აღინიშნება.

ინფორმაცია! 8.02.2019

თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის უროლოგიური დეპარტამენტი საშარდე სისტემის დაავადების მქონე პაციენტებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების სრულ სპექტრს სთავაზობს.
კვალიფიციური ექიმ-უროლოგის კონსულტაცია;
საშარდე სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ევროპული სტანდარტებით;
შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების სრული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევა;
უროლოგიური დაავადებების კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობა როგორც ე.წ უსისხლო გზით, ასევე თირკმელების, შარდის ბუშტის, პროსტატისა და სხვა ორგანოების ყველა მოცულობისა და სირთულის ოპერაცია;
თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, ოფიციალური პარტნიორია გერმანიის ქალაქ ოლდენბურგის საუნვერსიტეტო უროლოგიური კლინიკა ( დირექტორი, პროფესორი - Friedhelm Wawroscheki) 
საჭიროების შემთხვევაში თქვენ ჩაგიტარდებათ ჩვენი გერმანელი კოლეგების კონსულტაციები.

ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული.

Tel: +995 32 236 44 85/86

ინფორმაცია! 8-11.01.2019

თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ზოგადქირურგიული და ონკოაბდომინური ქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიებითა და აპარატურით, პოსტოპერაციული პერიოდის მართვისთვის საჭირო სრული აღჭურვის რეანიმაციული განყოფილებითა და პალატებით: ზოგადქირურგიული, ონკოაბდომინური, როგორც ღია, ისე ნაკლებად ინვაზიური ოპერაციული ჩარევებისათვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული დანადგარებითა და ინსტრუმენტებით
თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, ოფიციალური პარტნიორია მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკა (დირექტორი: ქირურგ-ონკოლოგი, პრივატ-დოცენტი დირკ ჯენტშურა) საჭიროების შემთხვევაში თქვენ ჩაგიტარდებათ ჩვენი გერმანელი კოლეგების კონსულტაციები. ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული. Tel: +995 32 236 44 85/86

ინფორმაცია! 8-11.01.2019

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი მასშტაბურ, საშობაო აქციას გთავაზობთ! 8-დან - 11 იანვარის ჩათვლით, მოქალაქეებს, კლინიკის ბაზაზე არსებული დეპარტამენტების ექიმებთან უფასო კონსულტაციებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტის მიერ დანიშნულ ლაბორატორიულ-ინსტუმენტულ კვლევებს 30%-იანი ფასდაკლებით ჩაიტარებენ. კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები: მამოლოგია; კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგია; თავ-კისრის ქირურგია; ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგია; ოფთალმოლოგია; გინეკოლოგია; უროლოგია; ორთოპედია-ტრავმატოლოგია; აღდგენითი (პლასტიკური) ქირურგია; ოტორინოლარინგოლოგია; ენდოკრინოლოგია; ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგია; ქიმიოთერაპია; რეანიმაცია-ანესთეზია; პროქტოლოგია; ლაბორატორია; ციტოლოგია; ენდოსკოპია; რადიოლოგია; სხივური თერაპია; საშობაო აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს უფასო გასინჯვა 10-დან 16 - საათამდე იწარმოებს. ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული. Tel: +995 32 236 44 85/86 Mobile:593 54 79 08; 597 88 80 60

ინფორმაცია! 11-14.11.2018

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი, კლინიკის პაციენტების ოჯახის წევრებსა და მომვლელებს სპეციალურ ტრენინგებს სთავაზობს. სწავლება გულისხმობს შესაბამისი საექთნო ლიტერატურით, მულაჟებითა და თვალსაჩინოებებით იმ პირველადი უნარების სწავლებას, რაც როგორც პაციენტს, ასევე მისი ოჯახის წევრებს, ბინაზე გაწერის შემდგომ ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს. სწავლება მიმდინარეობს პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საინტერესო საკითხებისა და ურთიერთობების სისტემური განხილვა-გარჩევით: • კონსულტაციები ემოციურ საკითხებზე: როგორ შევამციროთ სტრესი; • პაციენტის მოვლა სახლში, თვითმოვლის უნარები; • ოპერაციის შემდგომ და ქიმიოთერაპიის პროცესში პაციენტის მოვლა; • პრეპარატების მოქმედების მექანიზმისა და ბინაზე აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ რეკომენდაციების გაწევა; დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მიმართოთ, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის მთავარ ექთანს, საქართველოს ექთნებისა და თანაშემწეების პროფესიული განვითარების ასოციაციის თავმჯდომარეს - მარინა სახვაძეს. საკონტაქტო ნომერი: 599 920334

ონკოლოგიური ცენტრის დირექტორის, პროფესორ - ზურაბ რაინაულის ვიზიტი პეკინში! 11-14.11.2018

გაცნობებთ, რომ, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი, პროფესორი - ზურაბ რაინაული, 11-24 ნოემბრის პერიოდში, ჩინეთის ქალაქ პეკინში, ცენტრალური სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ, საერთაშორისო სიმპოზიუმ-კონფერენციას ესწრებოდა. პროექტის სახელწოდება - ქამარი და გზა (Belt and road) გახლავთ, რომელშიც მსოფლიო მასშტაბით, გამოცდილი ექიმები და პროფესორები წინასწარი სააპლიკაციო ფორმებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევის საფუძველზე შეირჩნენ. აღნიშნული პროექტი რამდენიმე ძირითად აქტივობას გულისხმობდა, კერძოდ: • ლექცია-სემინარები პეკინის ცენტრალურ უნივერსიტეტში; • სასწავლო-საუნივერსიტეტო კლინიკების დათვალიერება და სასწავლო პროცესის გაცნობა; • პირველადი ჯანდაცვის რგოლის ინსტიტუციების გაცნობა; • შეხვედრები სტუდენტებთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან; • ვიზიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში; • კულტურული პროგრამა; აღსანიშნავია, რომ თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი - ზურაბ რაინაული, პროექტში, საქართველოს მხრიდან ჩართული ერთადერთი წარმომადგენელი გახლდათ, რომელმაც სიმპოზიუმ-კონფერენციის ფარგლებში, ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, საქართველო როგორც კულტურულ-ისტორიულ, ასევე სამედიცინო სფეროს სიახლეებისა და გამოწვევების ჭრილში გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, დაიგეგმა საერთაშორისო დონის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების შესაძლებლობაც.

გერმანელი ქირურგი-ონკოლოგის, დირკ ჯენტშურას ვიზიტი თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში 30.10-1.11.2018

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, გერმანელმა ქირურგ- ონკოლოგმა, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა - დირკ ჯენტშურამ კლინიკის ექიმებს, მცირე ინვაზიური ქირურგიის მიმართულებით გამოცდილება გაუზიარა. მან სხვა მეთოდებთან შედარებით, ლაპარასკოპიული გზით ჩატარებული ოპერაციის უპირატესობებზე, ანტიბიოტიკოთერაპიასა და მისი რაციონალურად გამოყენების მექანიზმებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ დირკ ჯენტშურამ, ყურადღება გაამახვილა სტატისტიკური კვლევის შედეგებზეც, რომელიც დარგის განვითარების საქმეში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ვიზიტის დროს დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობაც, რაც გერმანელი კოლეგის მხრიდან, თბილისის ონკოლოგიური ცენტრისათვის, შიდა სტანდარტების ოპტიმიზაციის კუთხით მხარდაჭერას გულისხმობს, ასევე თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში იგეგმება კონკრეტული ოპერაციებისა და მანიპულაციების ტრანსფერი გერმანული კლინიკიკებიდან.

ინფორმაცია 13-14.10.2018

13-14 ოქტომბერს, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები - ქირურგი-მამოლოგი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - ირაკლი სიხარულიძე, რადიოლოგები - მედიცინის დოქტორი, ეკა გიუაშვილი და ექიმი თინათინ მამულაშვილი - რადიოლოგის, მამოგრაფიის სწავლების კოორპორაციის პრეზიდენტის, პროფესორ ლასლო თაბარის (შვედეთი) ორდღიანი ტრენინგს - „ძუძუს დაავადებების გამოვლენა და დიაგნოსტიკა მულტიდისციპლინური მიდგომით“ დაესწრნენ. პროფესორმა შეკრებილ აუდიტორიას გაუზიარა თავისი 40 წლიანი გამოცდილება ძუძუს კიბოს სკრინინგსა და დიაგნოსტიკაში. მან წარმოადგინა თავისი საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური ხედვები, როგორც რენტგენოლოგიური, ისე მორფოლოგიური კუთხით, განიხილა და გააცნო საზოგადოებას უახლესი ტენდენციები და მიდგომები ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკაში. შეგახსენებთ, რომ რომ საერთაშორისო ექსპერტი შვედეთიდან საქართველოში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მოწვევით, ცენტრის 10 წლის იუბილესა და “ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში იმყოფებოდა. თბილისის ონკოლოგიური ცენტრი მადლობას უხდის ეროვნულ სკრინინგ ცენტრს მეტად საინტერესო მასტერკლასის ორგანიზებისათვის.

ინფორმაცია 19.10.2018

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, სრულად უფასოდ, შეგიძლიათ ჩაიტაროთ საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლის სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებილი გამოკვლევები. კლინიკაში, აღნიშნული მომსახურეობით სარგებლობის უფლება, თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ. ჩვენი მისამართია: დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული. საკონტაქტო ნომერი: ‪+995 32 236 44 85‬/86

ინფორმაცია 15.10.2018

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, ლაპარასკოპიული ქირურგიის გზამკვლევი შეიქმნება. აღნიშნული საინფორმაციო ხასიათის რესურსის შედგენაზე, მცირე ინვაზიური ქირურგიის სექციის ხელმძღვანელი, ქირურგი-ონკოლოგი - ბესო მეტონიძე მუშაობს. ლაპარასკოპიული ქირურგიის გზამკვლევი, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში კარგად აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს, რომელიც ოპერაციისათვის მზადებასა და რეაბილიტაციის პერიოდის სწორედ დაგეგმვა-განხორციელებაში ეხმარება როგორც პაციენტს, ასევე ექიმს, ექთანსა თუ სანიტარს. გზამკვლევში, ქვეთავებად, ისეთი ინფორმაციები მოიყრის თავს, როგორებიცაა: ,,ინფორმაცია პაციენტზე“, ,,ლაპაროსკოპიულ ოპერაციასთან დაკავშირებული ხშირი კითხვები“, ,,მომზადება ოპერაციისთვის“, ,,რა წავიღოთ კლინიკაში“, ,,ჰოსპიტალიზაცია და ოპერაციის დღე“, ,,ოპერაციის შემდგომი პერიოდი“, ,,ტკივილის მართვა“, ,,პირველი ნაბიჯები და გააქტიურება“, ,,ჭრილობის მოვლა“, ,,საკვების შერჩევა და დიეტა“, ,,ქირურგთან ვიზიტი კონტროლზე“ და სხვა.

ინფორმაცია 14.10.2018

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, სასწავლო-სამეცნიერო სექცია ჩამოყალიბდა, რომლის კოორდინატორი - ზოგადი ქირურგი, პროფესორი - გიორგი კორახაშვილი გახლავთ. აღნიშნული სექციის მიზანს კლინიკაში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის განვითრება, ხელშეწყობა და წახალისება წარმოადგენს. რაც შეეხება დასახულ ამოცანებს, ისინი რამდენიმე ძირითად პუნქტად გაიწერა: • სასწავლო მიმართულებების ჩამოყალიბება; • სასწავლო ბაზის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა; • სამეცნიერო საქმიანობისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა. თვალი მიადევნეთ ჩვენს გვერდსა და კლინიკის ოფიციალურ ვებ-გვერდს, რათა მიიღოთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში დაგეგმილი და მიმდინარე სიახლეების შესახებ. http://www.cancercenter.ge/index.html

ინფორმაცია 7.10.2018

გაცნობებთ, რომ თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი და ევროპის ონკოლოგთა საბჭოს წევრი - დინა ქურდიანი, 4-6 ოქტომბერს, საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, კონფერენციას - ,,ახალი მიდგომები იშვიათი გინეკოლოგიური კიბოს მართვაში", სესიის მოდერატორის სტატუსით დაესწრება.ამავე სესიის მეორე მოდერატორი - დევიდ სიბულა - ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი გახლავთ.ჩვენ დამატებით ინფორმაციასა და ფოტომასალას, კონფერენციის დასრულების შემდგომ ინტერნეტ-პლატფორმებზე გავავრცელებთ;თვალი მიადევნეთ კლინიკის აქტივობებს!კონფერენციის პროგრამისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე: ESGO State of the Art Conference – Esgo.org

ინფორმაცია 18.09.2018

გაცნობებთ, რომ 29 სექტემბერს, თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, იმართება ,,ჯანმრთელობის ფესტივალი 2018".

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი, წელს ამ ფესტივალში აქტიურად ჩაერთვება და 29 სექტემბერს დილის 10 საათიდან - საღამოს 10 საათამდე პერიოდში, კლინიკის სტენდთან თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს უმასპინძლებს, კლინიკის წარმომადგენლები მათ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან სხვადასხვა დეპარტამენტის, გამოკვლევისა და ოპერაციის შესახებ.

ფესტივალისა და ამ ღონისძიებაში თბილისის ონკოლოგიური ცენტრის კონკრეტული აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, უახლოეს დღეებში სრულად განთავსდება ჩვენს ინტერნეტ-პლატფორმებზე.

ინფორმაცია 13.09.2018

თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის ოფიციალური განცხადება

თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი, პაციენტის - თენგიზ აბულაძისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება, რომელშიც ზემოთ აღნიშნული პირები ბრალს სდებენ კლინიკის ქირურგიული სამსხურის უფროსს, ონკო-ქირურგს - ბატონ ლაშა თურქიაშვილს, თირკმელის მოტყუებით ამოღებასა და შემდგომ მის გაყიდვაში.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სიუჟეტში გაჟღერებული ბრალდება არის სრული სიცრუე და ცილისწამება არა მარტო ექიმის, არამედ, მთლიანად კლინიკის მიმართ. ყოველივე ეს კი უსამართლოდ ლახავს სამედიცინო დაწესებულებისა და მისი თანამშრომლების პროფესიულ ავტორიტეტს.

ჩვენ, პირველ რიგში, მოვუწოდებთ სამედიცინო საზოგადოებას, ჰქონდეთ მყისიერი და ადექვატური რეაქცია აღნიშნულ ფაქტზე, ვინაიდან, ეს არ არის პირველი უსაფუძვლო და გადაუმოწმებელი ბრალდება ექიმების მიმართ. მეორეს მხრივ, ცილისწამების ავტორებს მოვუწოდებთ, რომ აღიარონ თავიანთი შეცდომა და და იგივე სახით, როგორც გააკეთეს განცხადება, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში.

მანამ, სანამ კანონი დაგვიცავს უსაფუძვლო და იურიდიულად გადაუმოწმებელი ბრალდებებისგან, ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ ჩვენი სამართალი და იმედი გვაქვს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა იქცევა ქვეყანაში ექიმების უფლებების დაცვის კონკრეტულ მაგალითად.

ინფორმაცია 29.08.2018

მიმდინარე წლის აპრილისა და მაისის თვეში, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის მამოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი - ირაკლი სიხარულიძე, გახლდათ კონფერენციებზე გერმანიასა და საფრანგეთში, რომელიც ეძღვებოდა სიახლეებს ძუძუს კიბოს ქირურგიულ მკურანლობასა და რეკონსტრუქციაში. სწორედ მედიცინის ამ დარგში მიმდინარე თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გაცნობის შედეგად, პროფესორმა - ირაკლი სიხარულიძემ, ივნისის თვეში, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, პირველად ჩაატარა ძუძუს კიბოს დროს რეკონსტრუქცია LICAP (Lateral intercostal artery perforator) ნაფლეთით. აღნიშნული ნაფლეთით რეკონსტრუქცია გამოირჩევა კარგი კოსმეტიკური შედეგით, ნაკლები ტრავმირებითა და სწრაფი რეაბილიტაციის პერიოდით. პროფესორი ირაკლი სიხარულიძე: ,,ახალგაზრდა პაციენტმა მომართა კლინიკას ძუძუს კიბოს დიაგნოზით. მისი კატეგორიული სურვილი იყო ორგანოს შენარჩუნება, რაზეც საქართველოსა და რუსეთის რამდენიმე კლინიკიდან უარი მიიღო. კოსმეტიკური მხარის სირთულეს, პაციენტის მცირე ზომის სარძევე ჯირკვალი ქმნიდა და სტანდარული ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაცია გამოიწვევდა ძუძუს საგრძნობ დეფორმაციას, შეიქმნებოდა ქსოვილის დეფიციტი. ზუსტად ამ ქსოვილის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, სიმსივნის მოშორების შემდეგ, დაიგეგმა დეფექტის შევსება LICAP ნაფლეთით, რაც გულისხმობს რეკონსტრუქციას საკუთარი ქსოვილით მკვებავ სისხლძარღვზე. “ თვალსაჩინოებისათვის, გთავაზობთ ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ გადაღებულ ფოტომასალას. წერტილებით მონიშნული უბანი წარმოადგენს ძუძუს ქსოვილის სავარაუდო მოსაშორებელ მოცულობას, ხოლო შავად მონიშნული უბანი გახლავთ LICAP ნაფლეთი, რომლის მეშვეობითაც მოხდა დეფექტის აღდგენა. ფოტო (3) გადაღებულია ოპერაციის მეორე დღეს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის მოგვმართეთ - დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული Tel: +995 32 236 44 85/86

ინფორმაცია 20.07.2018

შეგახსენებთ, რომ თბილისის ონკოლოგიური ცენტრისა და რადიო ,,უცნობის" ერთობლივი ინიციატივით, გადაცემა - ,,რადიო - კონსულტაცია" 24 მაისიდან - 12 ივლისის ჩათვლით, ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 7 საათზე გადიოდა რადიოს პირდაპირ ეთერში. ამ პერიოდის მანძილზე, ჩვენი ექიმების დახმარებით, თქვენ საშუალება გგქონდათ გასცნობოდით იმ სიახლეებსა და გამოწვევებს რაც კლინიკაშია დანერგილი, ასევე საშუალება გქონდათ, პირდაპირ ეთერში, თქვენთვის საინტერესო საკითხზე, ნებისმიერი შეკითხვა დაგესვათ. ჩვენ ყველა გადაცემის ჩანაწერი, თარიღების მიხედვით შევკრიბეთ და სიამოვნებით გიზიარებთ, აქვე შეგახსენებთ, რომ დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის მოგვმართეთ - დიღომი, ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, 4-5 სართული Tel: +995 32 236 44 85/86 ჩანაწერების სრულად სანახავად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ მისამართებზე:

  • https://www.youtube.com/watch?v=qNcfqVct8WM
  • https://www.youtube.com/watch?v=Iv8cnnJNchg
  • https://www.youtube.com/watch?v=OSlqB9c9V00
  • https://www.youtube.com/watch?v=6TyAqddp5So
  • https://www.youtube.com/watch?v=r3w4AwqDBLU
  • https://www.youtube.com/watch?v=rOHkWuoFIm0
  • https://www.youtube.com/watch?v=4MdFHbSRIZY
  • ინფორმაცია 15.07.2018

    28-29 ივნისს, გერმანელმა ქირურგ-ონკოლოგმა, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა - დირკ ჯენტშურამ, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, ქართველ კოლეგებთან ერთად, ონკოლოგიური და გინეკოლოგიური პროფილის, ლაპარასკოპიული ოპერაციები ჩაატარა. ოპერაციებს, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-ქირურგებთან ერთად, ასევე სხვა კლინიკებიდან დაინტერესებული კოლეგები ესწრებოდნენ. გერმანელი ონკო-ქირურგის ვიზიტის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, რაც უახლოეს მომავალში, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, დირკ ჯენტშურას ვიზიტსა და ლაპარასკოპიული ოპერაციების ჩატარებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ამ ოპერაციებზე მოწვეულნი იქნებიან როგორც თბილისის, ასევე რეგიონებიდან - აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებული ექიმები.

    29.06.2018 - ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის საღამო 04.07.2018

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში - ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის საღამო გაიმართა. ღონისძიება, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა - ლალი მეკოკიშვილმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას, გერმანელი ქირურგი-ონკოლოგი, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტი და კსუ-ს აფილირებული პროფესორი - დირკ ჯენტშურა წარუდგინა. გერმანელი ქირურგისა და ონკოლოგის საქართველოში ვიზიტის ძირითადი აქტივობები, კსუ-ს აფლირებული კლინიკის - თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა - პროფესორმა - ზურაბ რაინაულმა მიმოიხილა. თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ზოგადმა ქირურგმა და პროფესორმა - გიორგი კორახაშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას, კლინიკის მისიის, საქმიანობისა და განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო. ღონისძიების ძირითად ნაწილში, გერმანელი ქირურგ-ონკოლოგი, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი - დირკ ჯენტშურა, ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებით არსებული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ, საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საქართველოს კლინიკების წამყვან სპეციალისტებსა და კსუ-ს სტუდენტებს ესაუბრა.

    ინფორმაცია 04.07.2018

    26 ივნისს, გერმანელმა ქირურგ-ონკოლოგმა, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა - დირკ ჯენტშურამ, კსუ-ს აფილირებულ კლინიკაში - თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, ლექცია ჩაატარა. ლექცია, ზოგადი ქირურგიის ( ქირურგიულ დაავადებათა ზოგიერთი სიმპტომი და სინდრომი) სასწავლო დისციპლინის ფარგლებში ჩატარდა და დირკ ჯენტშურამ კსუ-ს სტუდენტებთან ,,მუცლის ღრუს წინა კედლის თიაქრების“ შესახებ ისაუბრა. ლექციას, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - ზურაბ რაინაული და ზოგადი ქირურგიის საგნის ხელმძღვანელი - კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, გიორგი კორახაშვილიც ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს, თბილისის ონკოლოგიური ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის საღამო გაიმართება, სადაც გერმანელი ქირურგი-ონკოლოგი, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი დირკ ჯენტშურა, დამსწრე საზოგადოებას თავის გამოცდილებას გაუზიარებს.

    ინფორმაცია 20.06.2018

    საქართველოს შრომისა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 მარტის ბრაძანების ( N01-13/ნ ) შესაბამისად, შპს „ქ.თბილისის ონკოლოგიერი დისპანსერის“სარისკო პოზიციაზე დაკავებული კლინიკის ყველა თანამშრომელს, C და B ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდა.

    20 ივნისს, კლინიკის პერსონალს B ჰეპატიტზე აცრა ჩაუტარდა.

    ინფორმაცია 13.06.2018

    11-დან - 13 ივნისის ჩათვლით, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრის ონკო-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი - ციცი მესხი, ავსტრიის გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, გინეკოლოგიის კლინიკურ დეპარტამენტში, მასტერკლასის ფარგლებში იმოფებოდა.

    ტრენინგ-კურსი - “Hysterectomies for benign and Malignant Indications: An Update“ - პროფესორებმა - კარლ ტამუსინმა და ანრიმ ბადერმა ჩაატარეს.

    მასტერკლასს საქართველოს ორ წარმომადგენელთან ერთად, უკრაინიდან - 5 მონაწილეც ესწრებოდა.

    მოსახლეობის უფასო სკრინინგი 09.06.2018 09.06.2018

    კამპანია „ევრომელანომა 2018-ის“ ფარგლებში 9 ივნისს ქ.თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, კანის სიმსივნეების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა უფასო გასინჯვის ტრადიციული აქცია ჩატარდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ონკოლოგიური ცენტრის წამყვანმა ონკოლოგებმა, ასევე სხვა კლინიკებიდან მოწვეულმა გამოცდილმა დერმატოლოგებმა და ონკოლოგებმა, რომელთაც კანის ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენის მიზნით, სრულიად უსასყიდლოდ გასინჯეს 115 ჩვენი მოქალაქე. მოგახსენებთ, რომ ,,ევრომელანომის“ კამპანია პირველად 1999 წელს ბელგიაში ჩატარდა, შემდეგ კი - 36 ქვეყანაში გავრცელდა. 2012 წლიდან „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ ინიციატივით, ჩვენი ქვეყანა ,,ევრომელანომის“ წევრი გახდა და წელს უკვე მეშვიდედ, ასოციაციის ორგანიზებით, კანის კიბოს სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. ,,ევრომელანომა“ პანევროპულ კამპანიას წარმოადგენს, მისი მიზანია კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკა, ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა და საზოგადოების ინფორმირება. გაცნობებთ, რომ თბილისის ონკოლოგიური ცენტრი, ,,ევრომელანომის“ კამპანიაში 2013 წლიდან მონაწილეობს და კანის სიმსივნეების გამოვლენის შემთხვევაში, დაავადების საბოლოო დიაგნოსტირების შემდეგ, მათ კომპლექსურ მკურნალობას ახდენს.

    ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის საღამო 29.06.2018 29.06.2018

    გაცნობებთ, რომ თბილისის ონკოლოგიური ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის საღამო გაიმართება, სადაც გერმანელი ქირურგი-ონკოლოგი, პრივატ-დოცენტი - დირკ ჯენტშურა, დამსწრე საზოგადოებას თავის გამოცდილებას გაუზიარებს.

    აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, N 305, 2018 წლის 29 ივნისს 18:00 საათზე.

    მისამართი: 0141, თბილისი, ჩარგლის ქუჩა N73;

    ტელეფონი: (+995 32) 261 12 98; (+995 32) 294 59 92;

    ინფორმაცია 20.05.2018

    ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციისა (EFC) და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების ორგანიზებით გამართულ ორდღიან ტრენინგში - „კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“ (Advance Colposcopy Course) - თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგმა - ციცი მესხმა - დამსწრე საზოგადოების წინაშე, მოხსენება : ,,საშვილოსნოს ყელის მიკროინვაზიური კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ წარადგინა.

    ღონისძიება, ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2018 წლის 19 და 20 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო- სატრენინგო ცენტრში გაიმართა და მას 120-მდე კოლპოსკოპიური კვლევის საფუძვლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ქართველი მეან- გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი და ონკო-გინეკოლოგი ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში, სკრინინგ პროგრამაში მომუშავე ექიმებს, როგორც ქართველმა, ასევე ფინელმა, ავსტრიელმა, ინგლისელმა და ლატვიელმა ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციის მოწვეულმა ექსპერტებმა - სასწავლო კურსი ჩაუტარეს.

    კურსის მიზანს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომებისა და ტენდენციების განხილვა, დამსწრე საზოგადოებისთვის კოლპოსკოპიური კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ინფორმაციის მიწოდება, ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის საკითხების განხილვა და სხვადასხვა კლინიკური შემთხვევის გარჩევა წარმოადგენდა.

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი - ციცი მესხი „კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსის“ ტრენინგზე მოხსენებით წარსდგება. 16.05.2018 16.05.2018

    „ეროვნული სკრინინგ ცენტრის” 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,- „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“, „ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაცია“- EFC და „საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპიის საზოგადოება“ - ტრენინგს, სახელწოდებით - „კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“ (Advance Colposcopy Course) ატარებს.

    ორდღიანი ღონისძიება 2018 წლის 19 და 20 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო-სატრენინგო ცენტრში გაიმართება და მასში 120-მდე მეან- გინეკოლგთან, რეპროდუქციოლოგთან და ონკო-გინეკოლოგთან ერთად, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი - ციცი მესხი, მომხსენებლის ამპლუით მონაწილეობს.

    კურსის მიზანია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომებისა და ტენდენციების განხილვა, დამსწრე საზოგადოებისთვის კოლპოსკოპიური კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ინფორმაციის მიწოდება, ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის საკითხების განხილვა და სხვადასხვა კლინიკური შემთხვევის გარჩევა.

    გაცნობებთ, რომ „კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსის“ ჩასატარებლად მოწვეულნი არიან „ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციის“ ექსპერტები და ტრენერები: პეკკა ნიემინენი - ფინეთიდან (Pekka Nieminen - EFC President -Elect), ოლაფ რეიჩი (Olaf Reich) - ავსტრიიდან, ჯენიფერ ბაირომი (Jennifer Byrom) - ინგლისიდან, ირინა ერმაკოვა (Irina Jermakova) - ლატვიიდან.

    კლინიკის თანამშრომშრომლებს C და B ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ. 20.03.2018

    გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომისა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 მარტის ბრაძანების ( N01-13/ნ ) შესაბამისად, შპს „ქ.თბილისის ონკოლოგიერი დისპანსერის“ ძალიან მაღალი და მაღალი რისკის სათავსებში მომუშავე კლინიკის ყველა თანამშრომელს, C და B ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდა.

    მიღებული შედეგების მიხედვით, დაიგეგმა შემდეგომი ეტაპი - შესაბამისი იმუნიზაცია.

    თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში სიმულტანური ოპერაცია ჩატარდა 07.05.2018 07.05.2018

    თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, მორიგი წარმატებული სიმულტანური ოპერაცია ჩატარდა. სწორი ნაწლავის სიმსივნისა და მწვავე ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტის დიაგნოზის მქონე პაციენტს, სწორი ნაწლავის ლაპარასკოპიული აბდომინოპერინეული ამოკვეთა მეზორექტალური ლიმფოდისექციით და ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომიის ოპერაცია ჩაუტარდა. (ნაღვლის ბუშტის ამოჭრა). სიმულტანური ოპერაცია სხვადასხვა ორგანოთა სისტემებზე ერთდროულად ჩატარებული ოპერაციული ჩარევაა. ნარკოზის ქვეშ, ერთსა და იმავე წინასაოპერაციო პირობებში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ორი სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას პაციენტისთვის რამდენიმე უპირატესობა აქვს:

    • მნიშვნელოვნად არ იზრდება ოპერაციის ხანგრძლივობა
    • სიმულტანური ოპერაციები მეტად ხარჯთეფექტურია და პაციენტს ფინანსებთან ერთად დროსაც აზოგვინებს
    • უპირატესობებზე საუბრის დროს, ყურადღება უნდა მიექცეს ასევე პაციენტის ემოციურ ფონსა და სტრესს, რომელიც ყოველთვის თან ერთვის ოპერაციულ ჩარევებს, რაც ამ შემთხვევაში მინიმუმამდეა დაყვანილი

    ონკო-გინეკოლოგი-დინა ქურდიანი სამეანო და გინეკოლოგთა მე-16 ეროვნულ კონგრესზე მოსხენებით წარსდგა. 09-13.05.2018 13.05.2018

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი, ევროპის ონკოლოგთა საბჭოს წევრი - დინა ქურდიანი, 9-13 მაისს, თურქეთში, სამეანო და გინეკოლოგთა მე-16 ეროვნულ კონგრესზე იყო მიწვეული. დინა ქურდინმა, კონგრესზე - საკვერცხის კიბოთი დაავადებული პაციენტების პრეოპერაციული შერჩევა და ქირურგიული მასშტაბი - მოხსენება წარადგინა.

    ინფორმაცია 02.08.2017

    გაცნობებთ, რომ თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, ყოველ პარასკევს კონსულტაციებს ატარებენ ორთოპედ-ტრავმატოლოგები - თორნიკე ნოზაძე და სოსო რევაზიშვილი.

    ვიზიტის დასაგეგმად, გთხოვ დაგვიკავშირდეთ წინასწარ, შემდეგ ნომრებზე: +995 32 236 44 85/86

    ქირურგი-ონკოლოგი - ბესო მეტონიძე გერმანიის, ქალაქ შპაერის კლინიკაში იმყოფებოდა. 14.07.2017 – 02.08.2017

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგი-ონკოლოგი - ბესო მეტონიძე, კლინიკის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2017 წლის ივლისში, ლაპარასკოპიული და კოლორექტალური ქირურგიის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გერმანიში, ქალაქ შპაერის კლინიკაში იმყოფებოდა.

    ვიზიტის ფარგლებში, ქირურგი-ონკოლოგი - ბესო მეტონიძე მონაწილეობდა როგორც უშუალოდ ლაპარასკოპიულ ოპერაციებში, ასევე პოსტოპერაციული პერიოდის მართვაში.

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრის, ქირურგი-ონკოლოგის გერმანიაში ვიზიტის დროს, მის ოპერაციებსა და პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩართულობას, პრივატ- დოცენტი - დირკ ჯენტშურა ხელმძღვანელობდა.

    შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივნისში, პრივატ - დოცენტი დირკ ჯენტშურა (Dirk Jentschura) თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვევა და ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგებთან ერთად, ოპერაციებს ჩაატარებს.

    ონკო-გინეკოლოგი - დინა ქურდიანი ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების საბჭოს სხდომას, საბჭოს წევრის სტატუსით დაესწრო. 06.02.2018 06.02.2018

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგი - დინა ქურდიანი, ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების - (ESGO) საბჭოს სხდომას, საბჭოს წევრის სტატუსით ესწებოდა.

    ESGO -1983 წელს დაფუძნდა და მსოფლიო მასშტაბით - 3400 პროფესიონალს ერთი მიზნით აერთიანებს - ხელი შეუწყონ ონკოგინეკოლოგიური პრობლემების მქონე ქალებში, სამეციდინო მომსახურების ხარისხის განვითარებას.

    აღსანიშნავია, რომ ონკო-გინეკოლოგი - დინა ქურდიანი ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების საბჭოს სხდომაზე, ორი - სამეცნიერო და პაციენტთა ადვოკატირების კომიტეტის წევრად აირჩიეს.

    ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოებისა და ღონისძების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: https://www.esgo.org/explore/esgo/

    ონკო-გინეკოლოგმა ციცო მესხმა დისტანციური სწავლების კურსი გაიარა. 01.04.2017 - 01.10.2017 01.10.2017

    თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგმა, ცისანა მესხმა, კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის საერთაშორისო ფედერაციის - (IFCPC), კიბოს კვლევის საერათორისო სააგენტოსა - (IARC) და გაეროს მომსახურეობის ფონდის - (UNFPA) მიერ ორგანიზებული კიბოს პრევენციის დისტანციური სწავლების კურსი გაიარა და საფრანგეთის ქ. ლიონში, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს - (IARC) ბაზაზე, კლინიკური გამოცდა (OSCE) - წარმატებით ჩააბარა.

    6 თვიანი დისტანციური სწავლებს კურსი, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და მართვის თეორიულ და პრაქტიკული კომპონენტის სრულ სპექტრს მოიცავდა.

    კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის საერთაშორისო ფედერაციისა (IFCPC) და კიბოს კვლევის საერათორისო სააგენტოს (IARC) ექსპერტებმა, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკო-გინეკოლოგს, კურსის წარმატებით დასრულების ნიშნად, საერთაშორისო სერთიფიკატი გადასცეს.

    საქმიანი ვიზიტი გერმანიაში. 8-19.11.2017 19.10.2017

    2017 წლის 8-19 ნოემბერს,  თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი პროფესორი ზურაბ რაინაული სამუშაო ვიზიტით, გერმანიის ქალაქების ოლდემბურგისა და შპაიერის კლინიკებში იმყოფებოდა. მან შეხვედრები და მოლაპარაკებები ქ. ოლდენბურგის საუნივერსიტეტო ონკოლოგიური კლინიკის დირექტორთან პროფ.კლაუს-ჰენინგ კოენთან, ზოგადი პროფილის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორთან პროფ.ჰანს ზაიფერდთან და უროლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორთან პროფ.ფრიდჰელმ ვავროშეკთან გამართა.

    თბილისის ონკოლოგიურ ცენტრსა და აღნიშნულ კლინიკებს შორის, ვიზიტის ფარგლებში მიღწეული თანამშრომლობა,  გამოცდილების გაზიარების მიზნით,  ექიმების ორმხრივ ვიზიტებს, კვლევებისა და სამეცნიერო ფორუმების ერთობრივად  ჩატარებას, სტუდენტების, რეზიდენტებისა და უმცროსი ექიმების გაცვლით პროგრამებსა  და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაში დახმარებას ითვალისწინებს.

    მხარეებმა  პარტნიორობის შესახებ მომზადებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ ოლდენბურგის საუნივერსიტეტო უროლოგიურ კლინიკაში, ზურაბ რაინაულმა და პროფესორმა ფრიდჰელმ ვავროშეკმა -  ერთობლივი ოპერაციაც ჩაატარეს.

    ვიზტის დროს, სამომავლო პარტნიორობა და თანამშრომლობა დაიგეგმა გერმანიის ქალაქ შპაიერის სასწავლო საავადმყოფოს  ენდოსკოპიური კლინიკის დირექტორთან - პროფესორ თომას რაბენშტეინთან და ქირურგიული სასწავლო კლინიკის დირექტორთან პრივატ-დოცენტ დირკ იენშურასთან.

    აღნიშნული კლინიკები, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრთან აქტიურად ითანამშრომლებენ;  სწორედ ამ მიზნით, ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვაში, მცირე ინვაზიური ოპერაციებისა და მანიპულაციების მიმართულებით,  გერმანელი ექიმები კლინიკას უახლოეს მომავალში  სამუშაო ვიზიტით ეწვევიან.

    გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც, კერძოდ აღნიშნული კლინიკები ქ. თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს დაეხმარებიან ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვაში მცირე ინვაზიური ოპერაციებისა და მანიპულაციების მიმართულებით, სწორედ ამ მიზნით მოხდება გერმანელი კოლეგების ვიზიტი ჩვენს კლინიკაში.