ENG RUS

 

შპს “ქ.თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში” სამედიცინო მომსახურების  ხარისხის შიდა უზრუნველყოფის სამსახური ეფუძვნება ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასა და სამედიცინო პოლიტიკას, ეთიკის ნორმებსა და სამედიცინო დეონტოლოგიის პრინციპებს. მისი მუშაობის მიზანია   გაწეული სამედიცინო დახმარების უწყვეტობა, რაც გულისხმობს სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და პრევენციული ღონისძიებების შეუფერხებელ განხორციელებას. სამსახურის მიერ ხორციელდება:

  • სამედიცინო მომსახურების ხარისხის გეგმური და სისტემატური მონიტორინგი;
  • კლინიკური და ლაბორატორული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
  • შესაძლებლობებზე დამყარებული ხარისხის ინდიკატორების განვითარების ხელშეწყობა;
  • შეთანხმებული სტანდარტების უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება
  • ხარისხის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების სისტემები დაგეგმვის, განხორციელებისა და და შეფასების ხელშეწყობა;
  • პაციენტთა კმაყოფილების შეფასების კითხვარის დანერგვის ხელშეწყობა;
  • ავადმყოფობის ისტორიებისა და სამედიცინო ჩანაწერების შენახვის ფორმის და სტრუქტურის სისტემების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

ხარისხის მართვის სისტემა

ხარისხის მართვის სისტემა  უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისადმი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგს, კონტროლს, შედეგების ანალიზისა და ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას.

ხარისხის მართვის სამსახურის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულები:

  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი
  • დირექტორი
  • კლინიკური მენეჯერი
  • სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების კონტროლი/ეპიდემიოლოგი
  • ადმინისტრაციის უფროსი
  • საფინანსო-ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
  • პერსონალის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
  • ქირურგიული სამსახურის უფროსი
  • კლინიკის სამეცნიერო ხელმძღვანელი
  • უფროსი ექთანი
  • მედიკამენტებზე პასუხისმგებელი პირი
  • ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი

გარემოსდაცვითი მმართველი/სამედიცინო ნარჩენებზე პასუხისმგებელი პირი.