ENG RUS

ისტორია

საქართველოში ონკოეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაანალიზებისა და მისი გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 2003 წელს დაფუძნდა ქალაქ თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი.

თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი (იგივე თბილისის ონკოლოგიური ცენტრი) პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი სპეციალიზირებული დაწესებულება გახლდათ, რომლის დანიშნულებას კიბოს პრევენცია და მისი ადრეული დიაგნოსტიკა წარმოადგენდა.

თბილისის მერიის მიერ მხადრაჭერილი პროგრამის ფარგლებში, თბილისის ონკოლოგიური ცენტრი ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობდა:

  1. თბილისის პოპულაციური რეგისტრის შექმნა;
  2. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები, მათ შორის რაიონკოლოგებისა და ოჯახის ექიმების გადამზადება;
  3. სკრინინგ პროგრამების განხორციელება;
  4. კიბოთი დაავადებული ადამიანების მართვა. (კონტროლი)

მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია, რომ კიბოსთან ბრძოლის ეფექტურ და ხარჯთეფექტურ მეთოდს - მისი ადრეული გამოვლენა და დიაგნოსტიკა წარმოადგენს.

2006 წელს პროგრამის თანადამფინანსებელი და თანამონაწილე გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) გახდა, რომელმაც 2007 წელს, ეს პროგრამა რეგიონში გაეროს მიერ დაფინანსებულ, ყველაზე წარმატებულ სამედიცინო პროექტად აღიარა.

2008 წელს, ევროპის ონკო-გინეკოლოგთა ასოციაციამ, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა, რომელიც ონკოლოგიური დისპანსერის ბაზაზე ხორციელდებოდა, აღნიშნულ სფეროში ყველაზე წარმატებული პროგრამის სტატუსით დააჯილდოვა.

(თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დამფუძნებელი (დირექტორი) - 2003 -2012 წლებში იყო MD, PHD, MPH, - გიორგი გაბუნია)

დღესდღეობით, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ფუნქციონირებს როგორც სამედიცინო, ასევე სამეცნიერო- კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებები.

ცენტრში ხორციელდება პაციენტთა როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მედიკამენტოზური და ქირურგიული მკურნალობა. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, ექიმების გუნდი - მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, რაც იმის გარანტიაა, რომ კლინიკის ნებისმიერ პაცნიენტს საშუალება აქვს ევროპული დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.

კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები:

 

მამოლოგია

კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგია

თავ-კისრის ქირურგია

ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგია

ოფთალმოლოგია

გინეკოლოგია

უროლოგია

ორთოპედია-ტრავმატოლოგია

აღდგენითი (პლასტიკური) ქირურგია

ოტორინოლარინგოლოგია

ენდოკრინოლოგია

ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგია

ქიმიოთერაპია

რეანიმაცია-ანესთეზია

პროქტოლოგია

ლაბორატორია

ციტოლოგია

ენდოსკოპია

რადიოლოგია

სხივური თერაპია