ENG RUS

განათლება

თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს  საექთნო სასწავლო ცენტრი, სადაც ექთნებს, საშუალება ეძლევათ, ყველა  პროფილის მიმართულებით დიპლომისშემდგომი უწყვეტი განათლების ტრეინინგები  გაიარონ,  როგორც თეორიულ, ასევე  პრაქტიკულ ნაწილში. 

საექთნო  სამსახური  თანამედროვე სტანდარტების მიხედვით,  ონკოლოგიური პაციენტის კვალიფიციურ მოვლას  ყველა დონეზე ახორციელებს.

  • პრევენცია,
  • სამედიცინო  სამკურნალო ჩარევის შემდგომი მოვლა,
  • რეაბილიტაცია, ბინაზე მოვლა;

ექთნების  სწავლება  მიმდინარეობს როგორც ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურად.    სასწავლო კურსები მოიცავს ავადმყოფის მოვლის ძირითადი კონცეფციების, მეთოდების, პრინციპებისა და ფაქტების  ასათვისებლად საჭირო  ყველა აუცილებელ ინფორმაციას.

თეორიული სწავლების ეტაპზე  - მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საექთნო ლიტერატურით, მულაჟებითა და დამატებითი თვალსაჩიონებებით.

ონკოლოგიური მიმართულებით  ტრეინინგები ტარდება  ექთნებისთვის, მომვლელებისთვის,  პაციენტებისთვის და მათი  ოჯახის წევრებისათვის.  (ინდივიდუალურად)

  • ონკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა და მოვლა,
  • პაციენტის ბინაზე მოვლის   მეთოდების სწავლება,
  • თვითმოვლის უნარების შესწავლა,  -  (პაციენტებისათვის და  მისი ოჯახის წევრებისათვის )
  • პალიატიური პაციენტის საექთნო მართვა და მოვლა სამედიცინო მომსახურების პირველ და მეორე დონეზე;