ENG RUS
კლინიკის დირექტორი - ზურაბ რაინაული

ძვირფასო მეგობრებო,

თბილისის ონკოლოგიური ცენტრის  მთავარ მიზანს,  თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ცენტრის დაარსების დღიდან, მისი ყველა საქმიანობა  მიმართულია იმ სამედიცინო აქტიურობისაკენ, რომელიც გააუმჯობესებს დაავადებების როგორც ადრეულ დიაგნოსტიკას, ასევე პაციენტებს მკურნალობის ეფექტურ მეთოდებს შესთავაზებს.

კლინიკა გეგმავს აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმართვასა და მოსახლეობის ინფორმირებას სხვადასხვა მიმართულებით:

  • მოსახლეობის ინფორმირება  ჯანმრთელობისის რაობისა და მისი შენარჩუნების  გზებისა და მეთოდების შესახებ;
  • გავრცელებული დაავადებებისა და მათი პრევენციის გზების  შესახებ;
  • დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის იმ მეთოდების შესახებ, რომელიც ჩვენს კლინიკაშია დანერგილი და ხელმისაწვდომი;

თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში,  მუდმივად მიმდინარეობს ახალი, თანამედროვე სამედიცინო მეთოდების დანერგვა-განვითარება, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, კლინიკის ახალი აპარატურითა და სამედიცინო ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა-გადაიარაღება,  რაც იმის გარანტიაა, რომ  ნებისმიერ პაციენტს საშუალება აქვს ევროპული დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.

კლინიკისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია პაციენტებთან  მუდმივი კონტაქტი და კომუნიკაცია, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი საქმიანობა სრულად შევუსაბამოთ თქვენს მოთხოვნებს, სურვილებსა და საჭიროებებს.

სწორედ ამიტომ, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი  მოსაზრებები, დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები,  რათა მიიღოთ  პასუხები ჩვენი კვალიფიციური ექიმებისაგან. გახსოვდეთ,  რომ ჩვენ მუდმივად თქვენს გვერდით ვართ.

 

კლინიკის დირექტორი,                             

პროფესორი  -  ზურაბ რაინაული