ENG RUS

 

დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენს საინფორმაციო კამპანიის წარმოება და  მოქალაქეების მუდმივი, ინფორმირება დაავადებების რაობის, მათი პროფილაქტიკის, გამომწვევი მიზეზების, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესახებ;

აქტიური მონაწილეობა ყველა არსებულ და შემდგომში დანერგილ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამედიცინო პროგრამებსა და პროექტებში;

დაავადებათა გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი თანამედროვე მეთოდების დანერგვა და განვითარება;

ახალგაზრდა სამედიცინო კადრის აღზრდა. მათი უწყვეტი სამედიცინო განათლება და პროფესიული კვალიფიკაციის რეგულარული ამაღლება;

კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მუდმივი განახლება და განვითარება:

 

კლინიკის აკადემიური და საერთაშორისო ურთიერობების მიმართულება:

კლინიკა თანამშრომლობს საქართველოს წამყვან უმაღლეს სამედიცინო უნივერსიტეტებთან და მედიცინის ფაკულტეტებთან. მათთან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, კლინიკაში წარმოებს სტუდენტთა დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლება მედიცინის რამდენიმე კლინიკურ დისციპლინაში და მომავალშიც დაგეგმილია მეტი აქტიურობა ამ მიმართულებით.

კლინიკის გამოცდილების შესახებ კოლეგების ინფორმირებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით, კლინიკის სასწავლო ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს თემატური ლექციები და ტრენინგები;

კლინიკის თანამშრომლები რეგულარულად მონაწილეობენ სამეცნიერო-პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებიში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამედიცინო ფორუმებში;

კლინიკის თანამშრომელთა დიპლომის შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ისინი მუდმივად მონაწილეობენ პროფესიულ ტრენინგებში;

ადგილობრივ და საზღვარგარეთის კლინიკებთან რეგულარული თანამშრომლობა - მათი გამოცდილების გაზიარებისა და ახალი სამედიცინო მეთოდების კლინიკაში დანერგვის  მიზნით, კლინიკა თანამშრომლობს გერმანიის ქალაქების ოლდენბურგისა და შპეიერის კლინიკებთან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გულისხმობს  გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სამედიცინო კონფერენციების, კლინიკური კვლევებისა და ასევე სპეციალისტების გაცვლითი აქციების ორგანიზებასა და ჩატარებას.

კლინიკაში წარმატებით ფუქციონირებს პაციენტთა ევროპის წამყვან კლინიკებში დისტაციური კონსულტაციებისა და საჭიროების შემთხვევაში, მათი შემდგომი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით გერმანიის პარტიორ კლინიკებში გაგზავნის სერვისი.