ENG RUS

 

კლინიკური დეპარტამენტის საქმიანობა მიმართულია პაციენტთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესის გაუმჯობესებისაკენ:

კლინიკური მენეჯმენტი ახორციელებს კლინიკური  საქმიანობის შესაბამისობას -სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზიით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

შიდა კლინიკური აქტივობები, დილის კონფერენციები, საოპერაციო პაციენტების წინასაოპერაციო განხილვები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის წარმართვა მრავალ კვლევაზე დაფუძნებული კლინიკური რეკომენდაციებით ;

სახელმძღვანელო პრინციპების ჭრილში,  საინტერესო კლინიკური შემთხვევის განხილვები, შიდა კლინიკური კონფერენციები კლინიკის ყოვედღიურ საქმიანობას წარმოადგენს;

საერთო კლინიკური რეკომენდაციები,  რაციონალური მედიკამენტოზური, მათ შორის ანტიბიოტიკოთერაპის შესახებ, საშუალებას  იძლევა მკურნალობა იყოს ოპტიმალური და ადეკვატური,  რომელიც დაავადების წარმატებით დაძლევის საწინდარია;

სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა კლინიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ამ მიზნით, პერმანენტულად ეწყობა  თემატური ლექციები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვისათვის საჭირო სწავლება,  ტრენინგები, კონსილიუმები, კლინიკური კვლევები  და ყველა ის აქტივობა,  რომელიც კლინიკას  საშუალებას აძლევს,  მუდმივად იყოს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი.