ENG RUS

 

დეპარტამენტი მიზნად ისახავს სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტის
საჭიროებები  სრულად უზრუნველყოს და დააკმაყოფილოს ყველა ძირითადი
მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს კლინიკის სამუშაო პროცესში.

ადმინისტრაციული რგოლის მოქმედების გეგმა შედგება შემდეგი
საფეხურებისგან:


1. დაგეგმვა,
2. ორგანიზება,
3. კოორდინირება
4. მონიტორინგი;


დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები:


1) კლინიკის  საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; 


2) საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა  და შესაბამისი სამსახურის
მონიტორინგი.


3) კომპეტენციის ფარგლებში, კლინიკის  თანამშრომელთა დისციპლინური
პასუხისმგებლობისა და წახალისების ინდივიდუალური აქტების  მომზადება;


4) კლინიკის  საინფორმაციო წყაროს მართვის  ( ვებგვერდი და სოციალური
ქსელები) შესაბამისი სამსახურის მონიტორინგი.


5)საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში, კლინიკის  მიერ აღებული
ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;


6) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა
უფლებამოსილების განხორციელება